შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების მოდელირება რევიტში (Revit)

რევიტის საშუალებით შენობა-ნაგებობების პროექტის კონსტრუქციული ნაწილის მოდელირება

Ratings: 0.00 / 5.00




Description

იხილეთ კურსის აღწერა და ძირითადი საკითხები

- რას შეისწავლით კურსის განმავლობაში:
- აღნიშნულ კურსზე თქვენ შეისწავლით პროგრამას REVIT.
- ისწავლით, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობების მოდელირება.

- ისწავლით, თუ როგორ ხდება მოდელირებული შენობის მოცულობების დათვლა პროგრამის დახმარებით და ამ პროცესის ავტომატიზაცია.

- ისწავლით, თუ როგორ ხდება მოდელირებული შენობების სამშენებლო ნახაზების მომზადება.

- კიდევ რას გაეცნობით? გაეცნობით პროგრამის REVIT სხვადასხვა ასპექტებს და როგორ შეგვიძლია შეძენილი ცოდნა გამოვიყენოთ კონსტრუქციული პროექტის დამუშავებისთვის. კურსის მანძილზე დეტალურად გავეცნობით, როგორ ხდება სხვადასხვა კონსტრუქციული ელემენტების მოდელირება, როგორებიცაა საძირკვლის თუ გადახურვის ფილა, რიგელი, სვეტი, კიბე და სხვ. გაეცნობით, როგორ ხდება ამ ელემენტების დამუშავება და სასურველ დეტალიზაციის დონემდე მიყვანა. და ბოლოს, გაეცნობით როგორ ხდება პროგრამაში REVIT ნახაზების დამუშავება და სამშენებლო დოკუმენტაციის გამზადება.

- რა მასალებს გამოვიყენებთ: კურსის განმავლობაში გამოვიყენებთ მასალების ბიბლიოთეკას, რომელიც მოჰყვება პროგრამას REVIT დაინსტალირებისას და გაეცნობით როგორ შეგვიძლია ამ ფაილების სამუშაო პროცესზე მორგება.

- რა მასალა მოყვება კურსს? კურსის კონკრეტულ ლექციებზე, მიბმული იქნება თქვენთვის საჭირო დამატებითი მასალები, რომელიც დაგეხმარებათ კიდევ უფრო მეტი დეტალიზებით გაიგოთ თქვენთვის საჭირო საკითხები.

- ვისთვის არის კურსი განკუთვნილი? კურსი განკუთვნილია დამწყები ინჟინერ-კონსტრუქტორებისთვის, ვინც ახლა იწყებენ პროგრამის REVIT დაუფლებას. კურსი ასევე განკუთვნილია მათთვის, ვისაც საბაზისო ცოდნა პროგრამის შესახებ უკვე გააჩნია და სურს გაიღმავოს ან გაეცნოს როგორ ხდება ცოდნის პრაქტიკულ სიტუაციებში იმპლემენტაცია.

- კურსის გავლის შემდგომ რა მეცოდინება ? კურსის გავლის შემდგომ, თქვენ გეცოდინებათ, როგორ გამოიყენოთ პროგრამა REVIT სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობების მოდელირებისა და შესაბამისი სამშენებლო ნახაზების მოსამზადებლად.

- რა ცოდნა მჭირდება კურსის გავლის პერიოდში? კურსის გალვის პერიოდში, სასურველია, გქონდეთ სამშენებლო სფეროში ზოგადი ცოდნა, იცოდეთ რა არის სტრუქტურული ელემენტები, თუმცა თუ ჯერ არ იცით, მაინც შეიძლება გაიაროთ კურსი და ისწავლოთ, რა უნდა იცოდეთ თუ გადაწყვიტეთ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობა და მუშაობა.

What You Will Learn!

  • როგორ გამოიყენოთ პროგრამა REVIT სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობების მოდელირებისთვის
  • როგორ გამოიყენოთ პროგრამა REVIT შენობის მოცულობების დასათვლელად
  • როგორ გამოიყენოთ პროგრამა REVIT შენობის სამშენებლო დოკუმენტაციის გასამზადებლად
  • რა მინიმალური ცოდნა უნდა შევიძინოთ, რომ ჩამოვყალიბდეთ ინჟინერ-კონსტრუქტორად

Who Should Attend!

  • ეს კურსი განკუთვნილია დამწყები ინჟინერ-კონსტრუქტორისთვის, რომელსაც სურს, რომ გაიღრმაონ ცოდნა.
  • განკუთვნილია სამშენებლო სფეროს მოქმედი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ პირველი სამსხურის მოძებნა ამ სფეროში.
  • ვისაც სურს დაეფულოს პროგრამას REVIT და შეძლოს მისი კონსტრუქციული თვალსაზრისით გამოყენება.