სტრუქტურული დიზაინის ნახაზების კითხვის კურსი
კონსტრუქციული, იგივე სტრუქტურული ნახაზების კითხვა.
Description
იხილეთ კურსის აღწერა და ძირითადი საკითხები
- რას შეისწავლით კურსის განმავლობაში:
- აღნიშნულ კურსზე თქვენ შეისწავლით თუ რისგან შედგება შენობა-ნაგებობების პროექტის სტრუქტურული ნაწილი.
- ისწავლით, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ პროექტის სტრუქტურული ნაწილის ნახაზები. (რკინაბეტონის კონსტრუქციები)
- გაეცნობით ხაზვის ძირითად პრინციპებს.
- კიდევ რას გაეცნობით? გაცენობით სტრუქტურული, იგივე კონსტრუქციული ნახაზების შემადგენელ თითოეულ ძირითად ელემენტს დეტალურად. როგორიცაა: თავფურცელი, ნახაზების ჩამონათვალი, ქვაბული, საძირკველი (სხვადასხვა ტიპები), მონოლითური კედლები, გადახურვის ფილები, სვეტები, რიგელები, დიაფრაგმები, ტიხრები და გულარები, პარაპეტი და ა.შ. ზოგადად განვიხილავთ სპეციფიკაციებს, ანუ მასალის ხარჯს , რაც გულისხმობს ბეტონისა და არმატურის მოცულობების დათვლას.
- რა მასალებს გამოვიყენებთ: კურსის განმავლობაში, ძირითადად გაეცნობით კომპანია კუბიკონის მიერ დამუშავებულ ნახაზებს, ასევე, Revit_ში აგებულ მოდელებს, ხოლო დამატებით მასალებად გადმოგეცემათ კონკრეტულ ლექციებზე მიბმული ლიტერატურა და დამხმარე საშუალებები ცოდნის გაღრმავებისთვის.
- რა მასალა მოყვება კურსს? კურსის კონკრეტულ ლექციებზე, მიბმული იქნება თქვენთვის საჭირო დამატებითი მასალები და ლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ კიდევ უფრო მეტი დეტალიზებით გაიგოთ თქვენთვის საჭირო საკითხები.
- ვისთვის არის კურსი განკუთვნილი? კურსი განკუთვნილია დამწყები ინჟინერ-კონსტრუქტორებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც სურს, გაიღრმაოს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და ნახოს, თუ რისთვის სჭირდება ნასწავლი მასალა და როგორ უნდა გამოიყენოს ის. გარდა ამისა, კურსი განკუთვნილია მათთვისაც, ვისაც სურს, გაიგოს უფრო მეტი კონსტრუქციებზე ან მიიღოს ზოგადი ცოდნა ამ მიმართულებით.
- კურსის გავლის შემდგომ რა მეცოდინება ? კურსის გავლის შემდგომ, თქვენ გეცოდინებათ, თუ რისგან შედგება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, რომლებია ესენი, როგორ მუშავდება თითოეული მათგანი და რა აუცილებელი პირობები არის ამისთვის საჭირო რომ სწორად შევასრულოთ კონსტრუქციული ნახაზები.
- რა ცოდნა მჭირდება კურსის გავლის პერიოდში? კურსის გავლის პერიოდში, სასურველია, გქონდეთ სამშენებლო სფეროში ზოგადი ცოდნა, იცოდეთ რა არის სტრუქტურული ელემენტები, თუმცა თუ ჯერ არ იცით, მაინც შეიძლება გაიაროთ კურსი და ისწავლოთ, რა უნდა იცოდეთ თუ გადაწყვიტეთ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობა და მუშაობა.
What You Will Learn!
- რისგან შედგება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი
- კონსტრუქციის ნახაზების კითხვის საფუძვლები
- რისგან შედგება თითოეული კონსტრუქციული ელემენტის სამშენებლო დოკუმენტაცია
- რა მინიმალური ცოდნა უნდა შევიძინოთ, რომ ჩამოვყალიბდეთ ინჟინერ-კონსტრუქტორად
Who Should Attend!
- ეს კურსი განკუთვნილია დამწყები ინჟინერ-კონსტრუქტორისთვის, რომელსაც სურს, რომ გაიღრმაონ ცოდნა
- განკუთვნილია სამშენებლო სფეროს მოქმედი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ პირველი სამსხურის მოძებნა ამ სფეროში
- ვისაც აინტერესებს, თუ რისგან შედგება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, რომლის მიხედვითაც აშენებს მშენებელი
- განკუთვნილია დამწყები მშენებლებისთვის, ვისაც სურს, უფრო მაღალ დონეზე ისწავლოს კონსტრუქციული ნახაზების კითხვა