კიბერ უსაფრთხოების და ეთიკური ჰაკინგის კურსი დამწყებთათვის

გახდი კიბერ უსაფრთხოების და ეთიკური ჰაკინგის სპეციალისტი ერთ დისტანციურ კურსში

Ratings: 4.90 / 5.00




Description

კიბერ უსაფრთხოების და ეთიკური ჰაკინგის კურსი გათვლილია ადამიანზე, რომელსაც სურს დაეუფლოს ორივე დისციპლინას, რათა მომავალში შეძლოს დასაქმება ამ განხრით. ეს კურსი აბსოლუტური დამწყებისთვისაა, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა. კურსის გავლის შედეგად, სტუდენტი ჩამოყალიბდება პერსპექტიულ სპეციალისტად, რომელიც უკვე შეძლებს მუშაობის დაწყებას, ან დამოუკიდებელი სწავლის გაგრძელებას.

შესწავლის პროცესში მარტო არ იქნებით! თუ გაგიჩნდებათ კითხვები ამ კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ტექნიკოსები გიპასუხებენ 24 საათის ინტერვალში. ასევე, შეგიძლიათ ნახოთ სხვა სტუდენტების მიერ დასმული კითხვები და ჩვენი ტექნიკოსების პასუხები, რათა უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ კიბერ უსაფრთხოების და ეთიკური ჰაკინგის სფეროები. Udemy-ის ეკოსისტემა იძლევა ერთგვარი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. სწორედ ეს იყო ჩვენი Udemy-ზე გადასვლის ძირითადი მიზეზი. თქვენ გარდა აქ იქნება კიდევ მრავალი სხვა სტუდენტი, რომლებმაც კურსი გაიარეს თქვენამდე, უკვე კარგად ფლობენ ორივე დისციპლინას და შეძლებენ თქვენს დახმარებას. ანუ, ეს არ არის უბრალოდ კითხვა-პასუხის რეჟიმი. ეს არის ანდრომედას საზოგადოება, რომლის წევრი გახდებით თქვენც.

ჩვენი კურსი დაყრდნობილია მსოფლიოს მოწინავე კიბერ უსაფრთხოების პროგრამებზე და სამართალდამცავი სისტემების (FBI, CIA და Scotland Yard) გამოცდილებაზე. თავად ლექტორი, ალექსანდრე ღლონტი, არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კურსი მუდმივი დამუშავების პროცესშია. ამ ეტაპზე გამოქვეყნებულია დაახლოებით 80%. დარჩენილი 20% დაემატება ეტაპობრივად. 100%-ზეც რომ ავალთ, კურსი არ ჩაითვლება დასრულებულად, ერთი მარტივი მიზეზის გამო: კიბერ უსაფრთხოება და ეთიკური ჰაკინგი არის სწრაფად განვითარებადი სფეროები და ჩვენ განვაახლებთ კურსს სიახლების დამატებასთან ერთად. შესაბამისად, თვქვენ გექნებათ მუდმივი წვდომა მუდამ განახლებად კურსზე - ასე ვთქვათ, დროს არ ჩამორჩებით.

თუ შეძენამდე გაგიჩნდებათ კითხვები, მზად ვართ გიპასუხოთ. უბრალოდ მოგვწერეთ წერილი ელ. ფოსტის მისამართზე:

the.georgian.project.andromeda@gmail.com

What You Will Learn!

  • კიბერ უსაფრთხოების სფეროში არსებული რისკების მიმოხილვა
  • კიბერ უსაფრთხოების განმარტება და მოქმედების სფეროები
  • ქსელის უსაფრთხოება - თეორია და პრაქტიკა
  • ეთიკური ჰაკერის ლაბორატორიის მოწყობა
  • უკაბელო ქსელის პაროლის ამოღება (Wifi-ს პაროლის გატეხვა)
  • უკაბელო ქსელის დაცვა ჰაკერული შეტევებისგან
  • ქსელის სკანირება და სისუსტეების აღმოჩენა
  • აღმოჩენილი სისუსტეების ექსპლუატაცია (კომპიუტერის დაჰაკვა დისტანციურად)
  • სისუსტეების აღმოფხვრა საკუთარ კომპიუტერზე
  • Man In The Middle შეტევები
  • საკუთარი თავის დაცვა Man In The Middle შეტევებისგან
  • სოციალური ქსელების მომხმარებლების (Facebook, Gmail და ა.შ.) ხელყოფა
  • საკუთარი ონლაინ ანგარიშების დაცვა ჰაკერებისგან
  • საკუთარი მავნებელი პროგრამის (RAT) დაწერა და ჩანერგვა სამიზნე კომპიუტერზე
  • კრიპტოგრაფია
  • მავნებელი პროგრამის დაკრიპტვა (ანტი-ვირუსმა რომ ვერ აღმოაჩინოს)
  • საკუთარი ანტი-ვირუსის და Firewall-ის გამართვა
  • ვებ-სერვერების და ვებ-საიტების გატეხვა

Who Should Attend!

  • cyber security specialists
  • ethical hackers
  • კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები
  • ეთიკური ჰაკერები
  • IT